ბესო ლოლაძემ სამხედრო მრჩევლები დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბესო ლოლაძემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, კონტრიბუტორი ქვეყნების მიერ მოვლენილი სამხედრო მრჩევლები დააჯილდოვა. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სტრატეგიულ-ოპერატიული დაგეგმვის პროექტში შეტანილი წვლილისთვის, ალბანელი პოლკოვნიკი შკელკიმ ჩელა დაჯილდოვდა მედლით „გენერალი გიორგი კვინიტაძე“.
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სამხედრო პოლიციის მრჩეველს, ვიცე-პოლკოვნიკ გოქან ერგუვენს კი თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედალი სამხედრო პოლიციის განვითარების პროექტში შეტანილი არსებითი წვლილისა და სამხედრო პოლიციის შესაძლებლობების შემდგომი განვითარებისთვის გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის გადაეცა. დაჯილდოების ცერემონიას გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე და ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები