საკრებულოში სასაჩუქრე კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა (ფოტოკოლაჟი)

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სასაჩუქრე კატალოგის პრეზენტაცია – “თბილისური საჩუქარი” გაიმართა, რომელიც დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატის თამარ ტალიაშვილის მიერ ინიცირებული „კულტურული მეწარმეობის ფესტივალი 2015“-ის ფარგლებში თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მიერ გამოიცა.
პრეზენტაციას ტრადიციული რეწვის ოსტატებთან ერთად თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია და კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელმძღვანელი ზურა წერეთელი, ასევე საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, დამსაქმებელთა ასოციაციისა და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ.
თამარ ტალიაშვილმა კატალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ,,თბილისური საჩუქარი’’ არის კულტურული მეწარმეობის ფინალური ეტაპი.
მისივე ინფორმაციით, კატალოგი ორენოვანია და მასში 32 ცნობილი ოსტატის მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთებია განთავსებული.
პრეზენტაციაზე კატალოგში შესულ ავტორებს კატალოგის ეგზემპლარები გადაეცათ, რომლის საერთო ტირაჟი, ძირითადად, უცხოელი სტუმრებისთვის სასაჩუქრედაა განკუთვნილი.
10487493_474232116102504_5182931992432304204_n
1476575_474232106102505_1166170270184979838_n
10565102_474232126102503_9081069017290117735_n
10487493_474232186102497_5909324471015558266_n
12745510_474232306102485_6562052941740732357_n
12799373_474232249435824_1411521899242909889_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები