„პიკის საათს“ თავდაცვის უწყების წარმომადგენლები ესტუმრნენ

საბჭოთა ოკუპუციიდან 95 წლისთავთან დაკავშირებით, „საზოგადოებრივი რადიოს“ გადაცემა „პიკის საათის“ სტუმრები იყვნენ: საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის IV მექანიზებული ბრიგადის სადაზვერვო ასეულის მეთაური, მაიორი ვახტანგ ბეგოიძე და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები – მიხეილ მათიაშვილი და ჯილდა წურწუმია.
გადაცემის სტუმრებმა იუნკერების ღვაწლზე ისაუბრეს და ის ადამიანები გაიხსენეს, რომლებიც თბილისის მისადგომებს გმირულად იცავდნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გადაცემაში ყურადღება გამახვილდა თავდაცვის აკადემიაში სწავლის პროცესსა და იუნკერების სამხედრო კარიერული კუთხით განვითარების საკითხებზე. მაიორმა ვახტანგ ბეგოიძემ კი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. გადაცემაში დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის უწყების მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებაც ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები