იანოშ ჰერმანი: ვიზალიბერალიზაციის პროცესი წინ მიდის
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზალიბერალიზაციის პროცესი წინ მიდის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, იანოშ ჰერმანმა განაცხადა.
როგორც ჰერმანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თარიღებს, თუ როდის დაიწყებს ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას, თავადვე დაასახელებენ.
“ეს პროცესები წინ მიდის. თარიღებს საბჭო და პარლამენტი დაასახელებენ. ამ საკითხზე ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, როგორც ევროკავშირის შიგნით, ისე თქვენს მთავრობასთან, მაგრამ კონკრეტული პასუხის გაცემა ახლა არ შემიძლია”, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
არსებული ინფორმაციით, ევროკომისია ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს საქართველოსთვის ვიზალიბერელიზაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივით მარტში მიმართავს.