იანოშ ჰერმანი: ვიმედოვნებთ, რომ ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება
ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისთვის, – ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა განაცხადა.
ჰერმანმა აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს.
“ჩვენ საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან და მმართველობასთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. მინდა ხაზი გავუსვა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის მნიშვნელობას საქართველოსთვის. ვიმედოვნებთ, რომ თანამშრომლობა ეროვნულ ბანკთან კვლავ გაგრძელდება. ეს საკითხი ასევე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისთვის, რომლებიც საქართველოსთან თანამშრომლობენ”, – განაცხადა ჰერმანმა.