დავით ბაქრაძე: თავისუფლებისთვის ბრძოლა უწყვეტი პროცესია და ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება
თავისუფლებისთვის ბრძოლა უწყვეტი პროცესია და ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ იუნკერთა მემორიალთან განაცხადა.
ბაქრაძის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ საქართველოს თავისუფლება, ჩვენი ქვეყნის ერთიანობა და ევროპული არჩევანი აღარასოდეს გახდეს დაკარგვის საფრთხის ქვეშ.
“ისტორიულად ძალიან მძიმე დღეა, მაგრამ, ამავე დროს, ეს იმ გმირების დღეა, რომლებმაც საკუთარი ბრძოლის და სიცოცხლის ფასად აჩვენეს, რომ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს. სწორედ მათი მსხვერპლის და თავდადების შედეგია დღევანდელი სახელმწიფოს არსებობა. ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა უწყვეტი პროცესია და ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება”, – აღნიშნა ბაქრაძემ.