ლევან მურუსიძე: მამუკა ახვლედიანს აქვს შანსი, დარჩეს საქალაქო სასამართლოში მოსამართლედ და საქმეები განიხილოს

მამუკა ახვლედიანს აქვს შანსი დარჩეს საქალაქო სასამართლოში მოსამართლედ და საქმეები განიხილოს, – ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს წევრმა ლევან მურისეძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, კიდევ ერთხელ გაიხსენა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება, რის შედეგადაც მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადააყენეს.
„სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მოსამართლის როგორც დანიშვნა, ისე გადაყენება არის ძალიან ძნელი. გუშინ იუსტიციის საბჭომ მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. დღეს ჩვენ მოვისმინეთ მოსამართლეთა კრიტიკა მამუკა ახვლდიანის მიმართ, რომ მას არცერთი სისხლის სამართლის საქმე არ განუხილია. ამიტომ მამუკა ახვლედიანს აქვს შანსი, დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლედ, როგორც მოსამართლეს დაეწეროს საქმეები და განიხილოს სისხლის სამართლის საქმეები“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები