ნინო გვენეტაძე: ახვლედიანის საკითხზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს განსახილველი
იუსტიციის საბჭომ აღმოაჩინა სხვადასხვა ხარვეზი თბილისის საქალაქო სასამართლოში და სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრებთ, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
ნინო გვენეტაძის განმარტებით, დღევანდელ სხდომაზე საქმეთა განხილვის მოწესრიგების საკითხები გადაწყდება.
„ახვლედიანის საკითხზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს განსახილველი. დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყდება საქმეთა განხილვის მოწესრიგების საკითხები. იუსტიციის საბჭომ აღმოაჩინა სხვადასხვა ხარვეზი თბილისის საქალაქო სასამართლოში და სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრებთ. შეხვედრა ეხება საქმის წარმოებებს, მენეჯერულ საკითხებს და მომავალ თანამშრომლობას”, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
შეგახსენებთ რომ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში მოსამართლეებს ხვდებიან.