პოლკოვნიკი ლევან ბერია შვეიცარიის თავდაცვის ატაშეს შეხვდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი ლევან ბერია შვეიცარიის თავდაცვის ატაშეს საქართველოში (რეზიდენციით ანკარაში), პოლკოვნიკ ჰანს ებერჰარტს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
პოლკოვნიკი ჰანს ებერჰარტი ქართული ქვედანაყოფების სამთო მომზადების საკითხებით დაინტერესდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შვეიცარიის თავდაცვის ატაშე საქართველოს შემოდგომაზეც ესტუმრება. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენელი, ჯაბა იოსელიანი და J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველოს უფროსის მ/შ ვიცე-პოლკოვნიკი, გიორგი ფავლენიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები