ჩეხეთის სენატი საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე სრულ მხარდაჭერას უცხადებს
ჩეხეთის რესპუბლიკის სენატი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე სრულ მხარდაჭერას უცხადებს. მტავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა საქართველოს დელეგაციასა და ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარეს მილან შტეხს შორის დღეს შედგა. შეხვედრაზე განხილული საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები, ასევე საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
შეხვედრისას სენატის თავმჯდომარის მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოში გატარებულწარმატებულ რეფორმებს და ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს. ჩეხეთისმხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა დაქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ურყევი მხარდაჭერა დამზაობა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.