ნინო გვენეტაძე: მამუკა ახვლედიანს აქვს უფლება, იდავოს გადაწყვეტილების თაობაზე

საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება კანონიერია, თუმცა, მისივე თქმით, მამუკა ახვლედიანს აქვს სრული უფლება, იდავოს გადაწყვეტილების თაობაზე.

როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აღნიშნავს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ახვლედიანის გადაყენებისას “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონით იხელმძღვანელა.

“ბატონი მამუკა ახვლედიანი ჩემს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაყენებას მანამდეც ითხოვდა. იუსტიციის საბჭომ მიიღო “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის შესაბამისად გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება გამოქვეყნდება. ის არის კანონიერი, აქვს საფუძველი და მამუკა ახვლედიანს აქვს სრული უფლება, იდავოს გადაწყვეტილების თაობაზე”, – განაცხადა გვენეტაძემ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, მამუკა ახვლედიანის დაკავებული თანამდებობიდან გადაყენების დასაბუთება არსებობს და ეს უკავშირდება სასამართლოში საქმეთა განაწილების წესთან დაფიქსირებულ პრობლემებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები