ეკა ბესელია: “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ვერ შეთანხმდნენ, კომიტეტის სხდომები კონსტიტუციურია თუ არაკონსტიტუციური
როცა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები პარლამენტის საკომიტეტო სხდომებს ესწრებიან – კონსტიტუციურია, როცა არ ესწრებიან – არაკონსტიტუციური, – ამის შესახებ პარლამეტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ბესელიამ კომიტეტის სხდომაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მიმართვას გაეცნო, რომ კომიტეტის დღევანდელ სხდომას მისი გამართვის არაკონსტიტუციურობის გამო არ დაესწრებოდნენ.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრები ზოგჯერ თვლიან, რომ ეს შენობა კონსტიტუციურია და სხდომებს ესწრებიან, დღეს ისევ გადაწყვიტეს, რომ ისევ არაკონსტიტუციურია. როცა ესწრებიან – კონსტიტუციურია, როცა არ ესწრებიან – არაკონსტიტუციური. ვერ შეთანხმდნენ, რა ტიპის წერილები უნდა აგზავნონ. მათ გამოუცხადებლობას საპატიოდ არ ვთვლით”, – განაცხადა კომიტეტის სხდომის დაწყებამდე ეკა ბესელიამ.