თავდაცვის სამინისტროს ამერიკის მრჩეველთა ჯგუფი სემინარის ჩასატარებლად ესტუმრა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამერიკის მრჩეველთა ჯგუფის „თავდაცვის ინსტიტუციური მშენებლობის” რესურსების მართვის ჯგუფის წარმომადგენლები მორიგი სემინარის ჩასატარებლად ესტუმრნენ.
კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების თემაზე გამართულ შეხვედრას კვლევისა და განვითარების (RAND) კორპორაციის თავდაცვის ანალიტიკოსი, აშშ-ის შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი ბრიუს ბახი უძღვებოდა.
სემინარზე მოწვეული იყო მონტერეის საზღვაო ასპირანტურის ბიზნესისა და საჯარო პოლიტიკის უმაღლესი სკოლის ლექტორი, თადარიგის პოლკოვნიკი უილიამ ჩადვიკი.
სემინარის თემას თავდაცვის შესყიდვების პოლიტიკა და მენეჯმენტი წარმოადგენდა.
„სამი წელია საქართველოში ჩამოვდივართ და თავდაცვის შესყიდვების შესახებ ვსაუბრობთ. უკვე გვქონდა სამუშაო შეხვედრები შვიდ სხვადასხვა თემაზე. ამჯერად, ერთგვარად მიმოვიხილავთ წინა აქტივობებს და შემდეგ წარმოვადგენთ პრეზენტაციას და სავარჯიშოებს, რათა ერთად მოვუყაროთ ამ ყველაფერს თავი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ვეხმარებით, უკეთ გაიაზრონ თავდაცვითი შეიარაღების შესყიდვების საკითხი და ამით უკეთ დაიცვან ეროვნული ინტერესები“, – განაცხადა თადარიგის პოლკოვნიკმა უილიამ ჩადვიკმა.
შეხვედრას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა ოფისის წარმომადგენლები დაესწრნენ. სემინარი ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები