თავდაცვის სამინისტროს ამერიკის მრჩეველთა ჯგუფის წარმომადგენლები ესტუმრნენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამერიკის მრჩეველთა ჯგუფის – „თავდაცვის ინსტიტუციური მშენებლობის” რესურსების მართვის ჯგუფის წარმომადგენლები ესტუმრნენ.
კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების თემაზე გამართულ სემინარს კვლევისა და განვითარების (RAND) კორპორაციის თავდაცვის ანალიტიკოსი, აშშ-ის შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი ბრიუს ბახი უძღვებოდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სემინარზე განიხილეს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის, სამხედრო სტრატეგიის, დოქტრინების, თეთრი წიგნისა და სხვა კონცეპტუალური და მარეგულირებელი დოკუმენტების როლი შეირაღებული ძალებისა და ზოგადად ქვეყნის განვითარებაში, ასევე, დოკუმენტების იერარქიული დამოკიდებულება და მათი გამოყენების წესები.
„სემინარის მიზანია, განვიხილოთ თავდაცვის სფეროში სტრატეგიული დონის დოკუმენტების მნიშვნელობა. ჩვენ ვისაუბრეთ, თუ როგორია კავშირი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას, თავდაცვის კონცეფციასა და იმ დოქტრინებს შორის, რომლითაც ხელმძღვანელობენ შეიარაღებული ძალები საველე პირობებში, ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ქართველი სამხედროები გამოიყენებენ,“ – განაცხადა ბრიუს ბახმა.
შეხვედრას საქართველოს თავდაცვის უწყების გენერალური შტაბისა და სამოქალაქო ოფისის წარმომადგენლები დაესწრნენ. სემინარი ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა. ვიზიტის ფარგლებში ამერიკის მრჩეველთა ჯგუფის წარმომადგენლები 23-25 თებერვალს სემინარს შესყიდვების პოლიტიკისა და პროცედურების საკითხებზეც ჩაატარებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები