"ჟვანიას საქმეზე დადგინდეს და დაისაჯოს დამნაშავე, საერთაშორისო ვალდებულებაა"

   ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის ეფექტური გამოძიება, დამნაშავის დადგენა და მისი დასჯა არის საქართველოს საერთაშორისო ვალდებულება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს განაცხადა. მისი თქმით, აჟიოტაჟი ჟვანიას საქმის გარშემო ვალდებულებების შესრულებას ხელს შეუშლის.
“ზურაბ ჟვანიას საქმეზე დამდგარია სიკვდილის ფაქტი. აქედან გამომდინარე, საქართველოს აქვს არა მხოლოდ შიდა კანონმდებლობით, არამედ საერთაშორისო ვალდებულებით ძალიან მკაფიო ვალდებულება, რომ რაც შეიძლება მალე ჩატარდეს ეფექტური, მიუკერძოებელი, სამართლიანი და ყოვლისმომცველი გამოძიება ერთადერთი მიზნით – დადგინდეს დამნაშავე და მას მიესაჯოს დამოუკიდებელი სასამართლოს ადეკვატური სასჯელი. ეს ყველაფერი არის ჩვენი საერთაშორისო ვალდებულება. ეს ვალდებულება უნდა შესრულდეს. მე ვისურვებდი, რომ ვაცადოთ გიორგი ბადაშვილს, შეასრულოს ეს ვალდებულებები, იყოს სამართლიანი და მიუკერძოებელი, რისთვისაც ის ყველაფერს აკეთებს. აჟიოტაჟი ამ საქმის გარშემო ამ ვალდებულებების შესრულებას ხელს არ შეუწყობს”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები