შეიარაღებულ ძალებში თავისუფალ ჭიდაობაში ტურნირი ჩატარდა

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში თავისუფალ ჭიდაობაში პირად-გუნდური პირველობა გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის წარმომადგენლები შეეჯიბრნენ.
შვიდ წონით კატეგორიაში გამართულ ასპარეზობაში 35 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო წესების სრული დაცვით მიმდინარეობდა. ასპარეზობას საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები აკვირდებოდნენ. გამარჯვებულები თითოეულ წონით კატეგორიაში სამ-სამ საპრიზო ადგილზე გადანაწილდნენ.
ოქროს მედლები მოიპოვეს: უჩა სადუნაშვილმა, ვალერი კალაძემ, დავით ხუციშვილმა, რევაზ ჯანელიძემ, გიორგი ქენქაძემ, დავით ჯაოშვილმა და გურამ გრიგოლიამ. ვერცხლის მედლები – შოთა ორთოიძემ, გიორგი მურადაშვილმა, ბონდო კიკაძემ, შოთა ბენიძემ, გიორგი მოდებაძემ, გოჩა ბალაძემ და ზვიად გედენიძემ. ხოლო ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდნენ: ვაჟა ქაროსანიძე, ბექა ბადაშვილი, ლევან მესხი, ლევან გორგოძე, თეიმურაზ რუსტამოვი, ზვიად კომახიძე, ივანე მჭედლიშვილი, თორნიკე ჩიხლაძე, თემურ ბეგიაშვილი, დიტო მურადაშვილი და თემურ გოგუა. გუნდური პირველობა IV მექანიზებული ბრიგადის გუნდმა აიღო და, შესაბამისად, სპეციალური თასით დაჯილდოვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები