პრემიერი სოფელ რუხში მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრს ეწვია (ფოტოკოლაჟი)

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამეგრელოს რეგიონში, სოფელ რუხის მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრს ეწვია, რომელიც ფუნქციონირებას გაზაფხულზე დაიწყებს.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, 15 მილიონ ლარამდე ღირებული პროექტი საპარტნიორო ფონდმა განახორციელა. 10 შენობიანი კომპლექსი 10 000 კვადრატულ მეტრს იკავებს, ხოლო საერთო განაშენიანების ფართობი 5 ჰექტარია.
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ სავაჭრო კომპლექსი იქნება ახალი სიტყვა რეგიონში, რომელიც თავის წვლილს შეიტანს მის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში.
სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილია საცალო და საბითუმო მაღაზიები, ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიები, ჰიპერმარკეტი, ღია ტიპის ბაზარი, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, საფინანსო და საბანკო მომსახურების ობიექტები, ავტოსერვისი, ფოსტა, აფთიაქი. სავაჭრო ფართები აღჭურვილია განათების, ვენტილაცია/კონდიცირების, გათბობის თანამედროვე სისტემებით.
მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრში შემოსასვლელად ემზადებიან, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კომპანიები.
ცნობისთვის, ცენტრის სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დასრულდა. მშენებლობის პროცესში ობიექტზე დასაქმებული იყო 300 ადგილობრივი მაცხოვრებელი. ცენტრის გახსნის შემდეგ კი მუდმივად 1000-მდე სამუშაო ადგილი გაჩნდება.
12744368_222713308073701_580664536741375519_n
12705236_222713311407034_3321304701589800464_n (1)
12744024_222712768073755_3121342829467912742_n
12717248_222712758073756_2530319405817951183_n

 12744004_222712984740400_7088610602771134287_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები