ხვალ, საქალაქო სასამართლოში ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმის განხილვა დაიწყება

ხვალ, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა გაიმართება.
სხდომა საქალაქო სასამართლოში 13:30 საათზეა ჩანიშნული. საქმის განმხილველი მოსამართლე ლელა ნოზაძეა.
ბესო ხარძიანის საქმეზე არსებითი განხილვა 2016 წლის 3 თებერვალს იყო ჩანიშნული, თუმცა პროცესი იმ მოტივით გადაიდო, რომ მოსამართლე ლელა ნოზაძე სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სათათბიროდ იყო გასული.
ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულია ორი პირი – ოლეგ დოევი და ფარიდ გურბანოვი, რომლებსაც სახაზინო ადვოკატი დაიცავს. არც ერთი მათგანი დაკავებული არ არის. მათზე ძებნაა გამოცხადებული.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი ბესო ხარძიანი 28 მარტს საკუთარ სახლთან მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები