სერჟანტთა მომზადების ცენტრში სასწავლო პროცესი განახლდა

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში სასწავლო პროცესი განახლდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსები მიზნად საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სერჟანტთა კარიერულ ზრდას ისახავს.
ამჟამად სერჟანტთა მომზადების ცენტრში 3 კურსი მიმდინარეობს: ძირითად სასწავლო (ათეულის მეთაურის) კურსს 129 სამხედრო მოსამსახურე გადის. ოცეულის სერჟანტის (შუალედური) კურსზე 48 სამხედროა ჩარიცხული, ხოლო, სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო კურსში 32 მსმენელი მონაწილეობს.
ძირითად სასწავლო კურსზე სამწყობრო და საერთო საჯარისო ტაქტიკა შეისწავლება. ოცეულის (შუალედურ) კურსზე სამხედროები საერთო საჯარისო ტაქტიკას, საბრძოლო მომზადების ორგანიზებას და ქვედანაყოფის მართვის პროცედურებს ეუფლებიან. სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო კურსის ფარგლებში კი სერჟანტები საერთო საჯარისო ტაქტიკას, ქვედანაყოფის მართვის პროცედურებს, სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესს, საბრძოლო მომზადების ორგანიზებას, საოფისე პროგრამებსა და კონფლიქტოლოგიას გადიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები