რუსთავში სამი მამაკაცი დაჭრეს

რუსთავის მე-7 მიკრორაიონში სამი მამაკაცი დაჭრეს. მეზობლების თქმით, ახალგაზრდები ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ, შემთხვევის დროს კი ისინი ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ. სამივე დაჭრილი სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა რუსთავის აზოტის საავადმყოფოში გადაიყვანა. მათგან ერთ-ერთი, მძიმე მდგომარეობის გამო, თბილისში გადაიყვანეს.
მომხდარი “კვირას” შს სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები