ბაია გადაბაძე მთავარ პროკურატურაში დაიბარეს
ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალური დირექტორი მთავარ პროკურატურაში დაიბარეს. როგორც „კვირას“ პროკურატურაში განუცხადეს, ბაია გადაბაძის დაკითხვა მის მიერ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე მოხდება, სადაც იგი ამბობს, რომ უთვალთვალებენ. გადაბაძე საგამოძიებო უწყებაში დღეს, 17:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.
შეგახსენებთ, რომ 4 თებერვალს, ტელეკომპანია „მაესტროს“ დირექტორმა მის მიმართ განხორციელებულ თვალთვალის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ისაუბრა.
„მაესტროს“ შენობასთან მე დამხვდა შავი ჯიპი, რომელიც მიღებდა ფოტოებს და გამომყვა იუსტიციის სახლში. ჯერ თქვა, რომ ვიღაცის თაყვანისმცემელი იყო, მერე თქვა, რომ კომპიუტერის გასაკეთებლად იყო მოსული. ანუ სუს-ი და სპეცსამსახურები ისევ არიან მოქმედებაში. ერთი და იგივე ადამიანი დამხვდა, ორივეგან შავი ჯიპით, რომელიც არის უკვე საკრალური და მიღებდა ფოტოებს, ფოტომოდელი ვარ თუ ვის რაში უნდა ჩემი ფოტო ?“- განაცხადა ბაია გადაბაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.