ევროკავშირმა ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციები გააუქმა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ბელორუსიის წინააღმდეგ სანქციები ნაწილობრივ გაუქმდა. შეზღუდვები 13 წლის განმავლობაში მოქმედებდა. საუბარია ვიზების გაცემაზე შეზღუდვების მოხსნაზე, რაც ალექსანდე ლუკაშენკოს და კიდევ 169 ჩინოვნიკის წინააღმდეგ მოქმედებდა.
ასევე „შავი სიიდან“ სამი კომპანია ამოიღეს. ოთხი პირის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გაგრძელდა. ევროპის საბჭოს მიაჩნია, რომ ეს ადამიანები ბელორუსიის ოპოზიციის წარმომადგენლების გაუჩინარებასთან არიან დაკავშირებულები. ასევე შენარჩუნდება ემბარგო ბელორუსიაში იარაღის და სპეცტექნიკის მიწოდებაზე. ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა პოლონეთი და უკრაინა. ვარშავა და კიევი მინსკის წინააღმდეგ ევროკავშირის მხრიდან სანქციების გაუქმებას მიესალმებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები