დიზაინერ ანუკა არეშიძის პირველი ჩვენება საქართველოში

პოპულარულმა დიზაინერმა ჩვენების ექსკლუზური დეტალების შესახებ „კვირას“ მოუთხრო.

ანუკა არეშიძეს 5 აპრილს დაგეგმილი ჩვენებისთვის თითქმის ყველაფერი მზად აქვს. ახალგაზრდა, ნიჭიერი და წარმატებული დიზაინერი შემოდგომა-ზამთრის 2014-2015 წლის სეზონის “Full Collection”-ს წარმოადგენს. საქართველოში ეს მისი პირველი ჩვენება იქნება. სამოსის, ფეხსაცმლის და აქსესუარების შესაქმნელად დიზაინერი უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს. ანუკის ნამუშევრები ხელნაკეთია და ამითაა უნიკალური. ყველა დეტალის ექსკიზს თავად ქმნის.
10009585_660465370656763_875559637_nდიზაინერმა ცოტა ხნის წინ საკუთარი მოდის სახლი „ANOUKI“ დააფუძნა. გახსნის პირველივე დღეებიდან მისი ნამუშევრები ქართველი მომხმარებლის დიდი ინტერესით სარგებლობს. ანუკა არეშიძის მოდის სახლი უზრუნველყოფს როგორც სამოსს, ისე ფეხსაცმელს და აქსესუარებს. თავად უამრავი, საინტერესო გეგმა აქვს. დიზაინერმა „კვირას“ განუცხადა, რომ დაგეგმილი ჩვენებისთვის 24 საათი დაუღალავად მუშაობს. აღსანიშნავია, რომ მის ახალ კოლექციას მხოლოდ ქართველი მოდელები წარადგენენ. ამჟამად მათი შესარჩევი ქასთინგი მიმდინარეობს. ანუკა არეშიძე ჩვენების ჩატარების ადგილს ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე გაახმაურებს.
ჩვენებაზე პრესა წინასწარი აკრედიტაციების საფუძველზე დაიშვება. როგორც თავად ამბობს, მედიის წარმომადგენლებმა განაცხადი ინტერნეტფოსტაზე უნდა გადაუგზავნონ (contact@anouki.com), აქვე უნდა მიუთითონ სახელი და გვარი, საკონტაქტო ტელეფონი, მედიასაშუალების 10149316_660465420656758_1013553731_nსახელწოდება, ასევე ინფორმაცია, თუ რა ტიპის მასალის მომზადებას გეგმავენ ჩვენებასთან დაკავშირებით (ეს იქნება მხოლოდ სტატია, სიუჟეტი, ფოტო, თუ ვიდეორეპორტაჟი).
აკრედიტაციები გაიცემა როგორც ჟურნალისტებზე, ისე ფოტოგრაფებზე, რომლებიც პოპულარულ, რეიტინგულ მედიასაშუალებებში მუშაობენ.
აღსანიშნავია, რომ პოპულარულმა დიზაინერმა უკრაინაში უკვე არაერთი ჩვენება გამართა. ყველა მათგანი წარმატებული აღმოჩნდა და კრიტიკოსების მაღალი შეფასებაც დაიმსახურა. ცნობილია, რომ ანუკა არეშიძის ბოლო ჩვენება უკრაინაში ცნობილმა მოდელმა ირინა შეიკმა გახსნა.
დიზაინერი 24 წლისაა და უკვე 3 შვილის დედაა. მას იცნობენ, როგორც მომხიბვლელ, უშუალო და შრომისმოყვარე ადამიანს. სწორედ ამ თვისებების გამო მას არაერთხელ დაუმსახურებია აპლოდისმენტები…
კვირა“ კი მკითხველს ჰპირდება, რომ ანუკა არეშიძის ახალი კოლექციის ჩვენების შესახებ პირველ ინფორმაციას სწორედ ჩვენი პორტალისგან შეიტყობს.

ანა ჩანგიანი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები