საქართველოს პრეზიდენტი ბაჩანა ბრეგვაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფილოსოფოსის, მთარგმნელისა და მწერლის ბაჩანა ბრეგვაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“გული დამწყვიტა ცნობამ ფილოსოფოსის, მთარგმნელისა და მწერლის ბაჩანა ბრეგვაძის გარდაცვალების შესახებ. ბატონი ბაჩანას მთარგმნელობითი, სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა ბოლო ათწლეულების ქართული ინტელექტუალური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ფურცელია. ამ მძიმე წუთებში ბატონი ბაჩანას ოჯახთან და ახლობლებთან ერთად ვწუხვარ და თანადგომას ვუცხადებ მათ“, – აღნიშნავს პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები