ბათუმში შუა ხნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

 აჭარაში, ჭოროხისა და ზღვის შესართავთან 60 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.ახლობლები შუა ხნის მამაკაცს ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ. მამაკაცი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ცხოვრობდა. რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ცხედარი ახლობლებმა უკვე ამოიცნეს. ადგილზე, სადაც ცხედარი იპოვეს, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები