ზუგდიდის სასამართლო სამი მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე მსჯელობს

ზუგდიდის საქალაქო სასამართლო სამი მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. როგორც დაცვის მხარე აცხადებს, საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს და ამოღებული არ არის არც მკვლელობის იარაღი. დაკავებულს სოფელ ურთადან გაუჩინარებული სამი ადამიანის მკვლელობა ბრალდება. “ჩემი დაცვის მქვეშ მყოფმა თავი დამნაშავედ არ ცნო, გამოძიებას არავითარი მტკიცებულება არ გააჩნია, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ასეთი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულში ბრალი დასდოს. სასამართლოს მივმართავ, რომ არცერთი სახის აღკვეთის ღონისძიება მას არ შეეფარდოს და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დარბაზიდან იქნეს გათავისუფლებული“ – განაცხადა დავით ბეჭვაიას ადვოკატმა თანდილა ჯოლოღუამ. შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა სამი პირის მკვლელობში ბრალდებული 12 თებერვალს დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 თებერვალს, ზუგდიდის რაიონის სოფელ აბასთუმანში, ხეცერას უბანში, ანგარების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავისა და გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1970 წელს დაბადებულ პაატა ჩ-ს, 1984 წელს დაბადებულ გიორგი ფ-ს, 1964 წელს დაბადებულ მერაბ ა-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამივე დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ზუგდიდში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები