შსს იანვრის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს – 3183 დანაშაულიდან 1211 გახსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტრო იანვრის თვის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, 2016 წლის იანვრის თვეში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულ იქნა 3183 დანაშაული, რომელთაგან 1211 გაიხსნა.
დანაშაულის გახსნის პროცენტი 38.05%-ია, ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული მატებაა +3.95%.
უწყების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2016 წლის იანვარში შსს–ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით 2125 დანაშაული დარეგისტრირდა, რომელთაგან 1103 დანაშაული გაიხსნა.
დანაშაულის გახსნის პროცენტია 51.91%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული მატებაა +1.87%.
„საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყება მოიცავს საქართველოში არსებულ იმ სამინისტროების სტრუქტურაში შემავალ დანაყოფებს, რომლებიც თავიანთი ქვემდებარეობის მიხედვით აწარმოებენ გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეებზე, კერძოდ: საქართველოს მთავარი პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო“,-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
2016 წლის იანვრის დანაშაულის სტატისტიკა სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
police.ge
police.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები