ათენში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე სამშობლოში ჩამოასვენეს

საქართველოს მოქალაქის 34 წლის ელისო ვარდანიძის ცხედარი კიევის გავლით, ათენიდან საქართველოში ჩამოასვენეს. თბილისის აეროპორტში კიევი-თბილისის თვითმფრავი რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.
როგორც „კვირას“ გარდაცვლილის მამამ მამია ვარდანიძემ განუცხადა, შვილის ცხედარს აეროპორტიდან იმერეთში საკუთარ სახლში მიასვენებენ. მისივე თქმით, ახალგაზრდას სამშაბათს 16 თებერვალს დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, რომ 34 წლის ელისო ვარდანიძე ათენში 5 თებერვალს ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი პნევმონია გახდა, რაც გრიპის ვირუსის გართულებულმა ფორმამ გამოიწვია.
ელისო ვარდანიძის ცხედრის ათენიდან საქართელოში გადმოსვენება სახელმწიფოს დახმარებით მოხდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ფინანსურად საბერძნეთში მყოფი ქართველი ემიგრანტებიც დაეხმარნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები