მოსკოვში მცურავ რესტორანში ხანძარი მოხდა

მოსკოვის ცენტრში, მცურაც რესტორან „ლა ბარჟზე“ ხანძარი გაჩნდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ინფორმაციით, სახანძრო გემის „პოლკოვნიკ ჩერნიშევის“ დახმარებით ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოხერხდა.
მცურავი რესტორანი ხანძრის მომენტში სასტუმრო „უკრაინასთან“ იდგა. ცეცხლი პირველ გემბანზე გაჩნდა. „ლა-ბარჟზე“ მყოფი სტუმრების და მომსახურე ოერსნონალის ევაკუაცია სწრაფად განხორციელდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები