ჩიორა თაქთაქიშვილის მამა ქურდობაშია მხილებული – „მამაჩემმა შოკოლადის ფილა ჯიბეში ჩაიდო და გადახდა დაავიწყდა“

შს სამინისტრო ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სუპერმარკეტ „ზღაპარში” მომხდარ ქურდობაზე მხილებულია ერთი მამაკაცი დ.თ.
პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სსკ 177-ე მუხლით მიმდინარეობს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქურდობის ფაქტზე მხილებული დ.თ. საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილის მამაა.
„კვირა“ ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის წევრს ჩიორა თაქთაქიშვილს დაუკავშირდა. დეპუტატმა მომხდარი ფაქტი, ოპონენტების მხრიდან პოლიტიკურ დევნად შეაფასა. თუმცა, სუპერმარკეტ „ზღაპარში“ მომდარი ნაწილობრივ დაადასტურა.
„შოკში ვარ, როგორ შეიძლება, იმის გამო, რომ მე გამაჩუმონ, 75 წლის კაცს ქურდობა დააბრალო. ეს არის პოლიტიკური დევნა, მეტი არაფერი. მე ტელეფონით ვესაუბრე მამას. როგორც მან მიამბო, სუპერმარკეტში სხვადასხვა პროდუქტი შეიძინა, რომელიც პოლიეთილენის პარკში მოათავსა, ერთი ფილა შოკოლადი და კარაქი პარკში არ ჩაეტია და ჯიბეში ჩაიდო. უბრალოდ დაავაწყდა. მამამ პარკში მოთავსებული პროდუქტის ღირებულება მაღაზიის სალაროსთან გადაიხადა და მაღაზიიდან გავიდა. აღმოჩნდა, რომ ერთი ფილა შოკოლადის და კარაქის ღირებულება არ გადაუხდია. ნუ, დაავიწყდა, ალბათ. ეს შეიძლება მეც და სხვა ნებისმიერ ადამიანსაც მოსვლოდა. მე ამას ასე არ დავტოვებ. როგორ შეიძლება 75 წლის კაცს შოკოლადის და კარაქის ქურდობა დააბრალო და თან საქმე აღძრა“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას ჩიორა თაქთაქიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები