„საქართველოში „მაიდნის აგორებას“ "ნაცორგანიზაციის" განადგურება მოჰყვება“
საქართველოში დაანონსებულ აქციებს ექსპერტი დავით ოსეფაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმიანება. როგორც ოსეფაშვილი საკუთარ გვერდზე წერს, “ნაცსექტის” მიერ დაანონსებული ე.წ. “მაიდნის აგორება” საქართველოში არ გამოვა. ამის ცდას კი “ნაცორგანიზაციის” სრული განადგურება მოჰყვება. „საქართველოში დაანონსებული ე.წ. მაიდნის აგორების შესახებ! ამ ბოლო დროს, ძალიან ბევრი საუბრობს “ნაცსექტის” მიერ დაანონსებული ე.წ. “მაიდნის” შესახებ. მინდა პირდაპირ ვთქვა, რომ ეს ავანტიურისტი ხალხი ნამდვილად წამსვლელია ამაზე და უფრო უარესზეც, მაგრამ ამჯერად და საბედნიეროდ, მათ არაფერი არ გამოუვათ, რადგან ქართველი ხალხი, მიუხედავად დიდი იმედგაცრუებისა, ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ, სააკაშვილის მომხრეებს არ გადააჩეხინებს ქვეყანას უფსკრულში, პირიქით, შესაძლოა, ყველაფერ ამას “ნაცორგანიზაციის” სრული განადგურება მოჰყვეს “- აცხადებს დავით ოსეფაშვილი.