ბაია გადაბაძე: მე ამ წუთიდან ვიწყებ გაფიცვას
“მაესტროს” ყოფილი გენერალური დირექტორიგაფიცვას იწყებს, – ამის შესახებ “მაესტროს” პარტნიორთა კრებიდან გამოსულმა ბაია გადაბაძემ განაცხადა.
გადაბაძის თქმით, პარტნიორთა კრებაზე განიხილეს მისი საკითხი, სადაც 55%-იანი წილის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ თანამდებობიდან გადააყენა.
“მე ამ წუთიდან ვიწყებ გაფიცვას, მივდივარ საჯარო რეესტრში, რომ დავარეგისტრირო ჩემი პროტესტი იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილება ლევან გაჩეჩილაძის “მაესტროს” დირექტორად დანიშვნის საკითხზე არ დაარეგისტრიროს, რადგან ეს იქნება არასწორი და უკანონო გადაწყვეტილება.
მე ვბრუნდები პარტნიორთა კრებაზე, რათა მათ შევატყობინო ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. მე გადავდივარ ასეთ რეჟიმში, რადგან სხვა გზა არ დამრჩენია”, – განაცხადა ბაია გადაბაძემ.