თინა ხიდაშელი: მეგონა, რომ გოგი თოფაძე პარლამენტის წევრი აღარ იყო

„გაუგებარი იყო გოგი თოფაძის განცხადება, რაც ჩვენ გუშინ პარლამენტის ტრიბუნიდან მოვისმინეთ“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, გოგი თოფაძის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ხიდაშელის თქმით, მას ეგონა, რომ თოფაძე პარლამენტის წევრი აღარ იყო.
„მანდატის დატოვებას რაც შეეხება, სიმართლე გითხრათ, მე მეგონა, რომ ის აღარ იყო პარლამენტის წევრი, იმიტომ, რომ გვახსოვს, ეს განცხადება გააკეთა. გაუგებარი იყო მისი განცხადება, რაც ჩვენ გუშინ პარლამენტის ტრიბუნიდან მოვისმინეთ. ბოდიშის მოხდა ის თემაა, რომელსაც ვერავის დაავალდებულებ. ადამიანს ან გაქვს განცდა, რომ ბოდიში გაქვს მოსახდელი, ან – არა. ამიტომ ვერავის აიძულებ ბოდიშის მოხდას“, – განაცხადა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, პარლამენტში გუშინ გოგი თოფაძე წარდგა სიტყვით და განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილმა ქართველი ხალხი დაუნებს შეადარა და ძალიან სამწუხაროა, თუ ის ასე აფასებს საქართველოს მოსახლეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები