გია ვოლსკი: გოგი თოფაძის განცხადება არაკორექტულია

ჩემი კოლეგის – გოგი თოფაძის განცხადება, სულ მცირე, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულია, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გია ვოლსკი დეპუტატ გოგი თოფაძის განცხადებას.
მისი თქმით, გოგი თოფაძე ვალდებულია, კონკრეტული თარიღი და ფრაზეოლოგია მოიყვანოს გამონათქვამების დასადასტურებლად წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოდიშის მოხდა მოუწევს პრეზიდენტისთვის.
“დასაწყისშივე მინდა აღვნიშნო, ამ ტრიბუნიდან ჩემი კოლეგის გოგი თიფაძის განცხადება, სულ მცირე, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულია. ვფიქრობ, ის ვალდებულია, კონკრეტული თარიღი და კონკრეტული ფრაზეოლოგია მოიყვანოს იმ გამონათქვამების დასადასტურებლად – ალბათ მიხვდით, რაზეც მაქვს საუბარი… წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოდიშის მოხდა მოუწევს პრეზიდენტისადმი და, ვფიქრობ, საზოგადოებისადმი. ყველა შემთხვევაში, როგორც არ უნდა დამთავრდეს კვლევა-ძიება, იყო თუ არა ასეთი გამონათქვამები გამოყენებული, ასეთი შეფასებები მაინც კორექტულობის ზღვარს სცილდება, არასწორია და დღევანდელ დღეს არ შეეფერება”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები