გიგლა აგულაშვილი სატყეო სექტორში უნგრელ სპეციალისტებს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სატყეო სექტორში უნგრელ სპეციალისტებს შეხვდა.
შეხვედრაზე, მოწვეულმა სტუმრებმა სწრაფად მზარდი, სელექციური ჯიშის ტყეების ეფექტიანობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს, რაც ქარსაცავი ზოლების შექმნასა და განვითარებას ითვალისწინებს. საქართველო უნგრეთის გამოცდილებას გაიზიარებს როგორც სატყეო მეურნეობების წარმოებაში, ასევე ქარსაცავი ზოლების გაშენებასა და ზედამხედველობაში.
პრეზენტაცია კომპანია PINUS GEORGIA-მ მის უნგრულ პარტნიორთან, კომპანია TECHNOHUB OU-სთან ერთად წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები