გიორგი მარგველაშვილი დღეს პარლამენტის წინაშე წარდგება

საქართველოს პარლამენტი დღეს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენს. პრეზიდენტს საკანონმდებლო ორგანოში 14:00 საათზე ელოდებიან.
“საგაზაფხულო სესიის ფარგლებში პირველ პლენარულ სხდომაზე, 3 თებერვალს, ოთხშაბათს, 14:00 საათზე, ქუთაისში პარლამენტი მოისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით და პარლამენტის რეგლამენტით.
პარლამენტის სხდომაზე დასწრების უფლების და სურვილის მქონე თანამდებობის პირებისთვის საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას პარლამენტის აპარატი უზრუნველყოფს “, – აცხადებენ საქართველოს პარლამენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები