პარლამენტი საგაზაფხულო სესიას მომავალი კვირიდან განაახლებს
პარლამენტის საგაზაფხულო სესია მომავალ კვირას გაიხსნება.
რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს უნდა გაიხსნას. შესაბამისად, 2 თებერვალს ბიუროს სხდომა გაიმართება, 3 თებერვალს კი დაგეგმილია საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის ჩატარება.
პლენარული სხდომის დღის წესრიგს ბიურო დაადგენს.