როგორი სამოსით მიდიან სეზონის გახსნაზე ლასკალაში – ნინო სურგულაძე კრიტიკას ეხმაურება (ფოტოკოლაჟი)
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნაზე მისული ზოგიერთი ცნობლი ადამიანის ჩაცმულობის სტილი განხილვის საგანი გახდა. განსაკუთრებული ყურადღება კი იმ ძვირფასმა ქურქმა მიიქცია, რომელიც ცნობილ ბალერინას ნინო ანანიაშვილს ეცვა.
აღნიშნულ თემაზე საზოგადოების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას მსოფლიოში ცნობილი ქართველ მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმაურება.
“სეზონის გახსნა ლასკალაში. პარტერში ბილეთის ფაი 2500 ევრო. სპექტაკლის შემდეგ, მეორე მესამე დღეს გარდა იმისა, რომ აღწერენ სტუმრების ვინაობას და ჩაცმულობას, კრიტიკოსები აქვეყნებენ მუსიკალურ კრიტიკას წამყვან ჟურნალ-გაზეთებსა და ინტერნეტსივრცეში. ზოგჯერ დადებითს და ზოგჯერ საკმაოდ კრიტიკულს.
P.S. ექსცესების გარეშე არ მიდის ეს პროცესი, დაცვა ყოველთვის სადარაჯოზეა, რადგან იქვე არიან ასევე ცხოველთა უფლებადამცველები და შეიძლება ქურქები ლამაზადაც შეუფერადონ“, – წერს ნინო სურგულაძე.