ავტოსაგზაო შემთხვევა სამეგრელოში – დაღუპულია 5 ადამიანი

წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია 5 ადამიანი, 6 კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულებიდან 3-ის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი სხეულის მრავლობითი დაზიანებებით ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება კიდევ ერთი ახალგაზრდა, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ახალგაზრდა ქუთაისში, ერთი კი თბილისში გადმოიყვანეს. ორივეს მდგომარეობა მძიმეა.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები