წალენჯიხაში ავარიას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – არიან დაშავებულებიც

სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში მომხდარ ავტოავარიას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, დაშავებულია ასევე, ხუთი ადამიანი, რომლებიც ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც
ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები