კახა კალაძე “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს მოუწოდებს, გარდაბანში ოპოზიციის მხრიდან დაგეგმილ პროვოკაციებს ნუ აჰყვებიან

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს მოუწოდებს, ნუ აჰყვებიან გარდაბანში იმ პროვოკაციებს, რომლებიც, მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან მიზანმიმართულად იგეგმება. კახა კალაძე დარწნუნებულია, რომ გარდაბანში არჩევნებს “ქართული ოცნების“ კანდიდატი, გოჩა ჯამარაული მოიგებს. “საარჩევნო პროცესი ნორმალურ, მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობს. მე მინდა მოვუწოდო ჩვენს ყველა მხარდამჭერს, თავი შეიკავონ და მოერიდონ გარკვეულ პროვოკაციებს, რომლებიც ოპოზიციის მხრიდან მიზანმიმართულად იგეგმება, არის დაგეგმილი და ხორციელდება. მაქსიმალური თავშეკავებისკენ მინდა მოვუწოდო კიდევ ერთხელ ყველას. ყველანაირი დაპირისპირების გარეშე, ამ არჩევნებში “ქართული ოცნება” ლიდერობს და დარწმუნებული ვარ, ჩვენ მიერ წარმოდგენილი კანდიდატი – გოჩა ჯამარაული გაიმარჯვებს”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები