დავით ნარმანია: ყველა საკითხზე მერიის პასუხისმგებლობის დაყენება არასწორია

“ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს ქალაქის მერი დავით ნარმანია გამოეხმაურა. თბილისის მერის განცხადებით, გაგარინის ქუჩაზე ტექნიკური დაზიანება მოხდა.
მისი თქმით, შესაბამის სამუშაოებს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განახორციელებს და გზის საფარსაც აღადგენს.
“ყველა საკითხზე მერიის პასუხისმგებლობის დაყენება და მერიისთვის პასუხის მოთხოვნა, ჩემი აზრით, არასწორია. კონკრეტულ საკითხებს ჰყავს კონკრეტული პასუხისმგებელი უწყებები, ამიტომ უმჯობესია, სწორად განსაზღვრონ პასუხისმგებელი პირები,”- განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები