ბათუმის მოყინული ქუჩების გაწმენდაში შსს-ს თანამშრომლები ჩაერთნენ

დიდთოვლობის შემდეგ ძველი ბათუმის მოყინული ქუჩების გაწმენდაში შინაგან საქმეთა სამინისტროს 85 თანამშრომელი ჩაერთო. ქუჩების სივიწროვის გამო, ძველი ბათუმის ტერიტორიის სპეცტექნიკით გაწმენდა ვერ მოხერხდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის დავალებით, აღნიშნულ მონაკვეთს სამინისტროს თანამშრომლები ნიჩბებით გაწმენდენ. როგორც ჟურნალისტებს შსს-ს სპეციალურ და საგანგებო ღონისძიებათა ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის აჭარის დანაყოფის უფროსმა ზურაბ კახაძემ განუცხადა, ძველი ქუჩებისა და ტროტუარების გაწმენდას დაახლოებით, 3 საათში დაასრულებენ. “დიდთოვლობის გამო, გართულებულია ქალაქ ბათუმის ქუჩებში გადაადგილება. შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებით, ვმონაწილეობთ ქალაქის ქუჩების თოვლის საფარისგან გაწმენდის აქციაში. აქციის ფარგლებში იწმინდება როგორც საავატომობილო გზები, ასევე ტროტუარები ქვეითად მოსიარულეებისთვის. 85 მოსამსახურე მუშაობს და დაახლოებით სამი საათი დაგვჭირდება ამ ტერიტორიის გასაწმენდად”, – აღნიშნა ზურაბ კახაძემ. ძველი ბათუმის ქუჩებში სატრანსპორტო მოძრაობა გზების მოყინვის შემდეგ პარალიზებული იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები