თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს, სხვადასხვა სამუშაობის გამო, ელექტომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია “თელასის” ცნობით, ელექტრომომარაგების შეზღუდვა შეეხება კრწანისის, ისნისა და საბურთალოს რაიონებს.
კრწანისის რაიონი, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, 40 წუთიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება დიდი ხეივნის, დიდი ხეივნის I, II, III ქუჩების, I ხეივნის, II ხეივნის, III ხეივნის, გორგასლის, ხონელის, ხარფუხის, ტაბახმელას, ცურტაველის, ორთაჭალის, წინანაურის, ნადიკვარის და გრიშაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
12:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის III მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონი, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, 40 წუთიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: ღვინის აღმართის, მეტეხის აღმართის, ფირაქიშვილის, დესპინე გელოვანის, რუისის, ჯორბენაძის, ბოროდინის, ჩეხოვის, ურბნისის, მეტეხის, ისნის, ქეთევან წამებულის, ფერიცვალების, ფაღავას, ალიხანიანის, სართიჭალის, ლაგოდეხის, ნავთლუღის, ირბახის, ბოჭორმის, იალბუზის, სამასი არაგველის, ბოდბეს, შავსოფლის, ხერხეულიძის, სართიჭალის, ლუსინიანის, ზახაროვის, უჯარმის, პატარძეულის, საექიმოს, არბოშიკის, დოლაბაურის 1 ქუჩის, ლეხ კაჩინსკის და კაჭარავას ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის და საექიმოს ქუჩის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ნუცუბიძის და ასათიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ქავთარაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: არდაზიანის, ზემო ვეძისის, ჩერქეზიშვილის, ლუქსემბურგის, მგალობლიშვილის, ლვოვის, ვაზისუბნის, ონიაშვილის და ოდესის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები