თინათინ ხიდაშელი: პროვოკაციები საქართველოს ტერიტორიაზე არ იქნება, ამის დასტურია ხელისუფლების სამწლიანი საქმიანობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხმიანება.
როგორც მინისტრმა საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, პანკისში არავითარი საფრთხე არ არსებობს. მისივე თქმით, პროვოკაციები საქართველოს ტერიტორიაზე არ იქნება, ამის დასტურია ხელისუფლების სამწლიანი საქმიანობა.
“არავითარი საფრთხე პანკისში არ არის. ამისი არავითარი ნიშნები არ არსებობს. პროვოკაციები საქართველოს ტერიტორიაზე არ იქნება, ამის დასტურია ჩვენი ხელისუფლების სამწლიანი საქმიანობა. ასეთ პროვოკაციებს ვერ აწყობს ვერავინ ჩვენს ქვეყანაში და არც ხელისუფლება ჰყავს დღეს საქართველოს ისეთი, რომელიც პროვოკაციას რაიმე ფორმით წამოეგება. ყველამ უნდა გაიგოს სამი წლის თავზე, რომ არსებობენ ხელისუფალნი, რომელთანაც უბრალოდ ეს თამაშები არ გამოდის და საქართველოს დღეს ასეთი ხელისუფლება ჰყავს“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები