თინათინ ხიდაშელი: საკუთარ მინისტრებზე ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ
თუ მას რაიმე კითხვები ჰქონდა ჯანელიძესთან დაკავშირებით, ამ კითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდა პარლამენტში, ყველაფერი დანარჩენი არის ბელეტრისტიკა – ასე ეხმაურება საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ნუკრი ქანთარიას მიერ საგარეო საქმეთა მინისტრზე გაკეთებულ განცხადებას.
როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, საკუთარ მინისტრებზე ასეთი განცხადებები არ უნდა კეთდებოდეს.
“ვფიქრობ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იმ პოლიტიკური გუნდიდან ჰყავს, რომელსაც ნუკრი ქანთარია ეკუთვნის. თუ მას რაიმე კითხვები ჰქონდა ჯანელიძესთან დაკავშირებით, ამ კითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდა პარლამენტში, ყველაფერი დანარჩენი არის ბელეტრისტიკა. ძალიან ვწუხვარ, რომ ის ასეთი ტიპის განცხადებებს აკეთებს საკუთარი ქვეყნის ძალიან პროფესიონალ, ახალგაზრდა, ენთუზიასტ, გამოცდილ დიპლომატთან დაკავშირებით. ცოტა მეტი ფიქრი სჭირდებათ იმ პარტიაში, საიდანაც ეს განცხადებები კეთდება, საკუთარ მინისტრებზე ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ”,- განაცხადა თინა ხიდშელმა.
ქანთარია მიიჩნევს, რომ ჯანელიძე ნიჭიერია, თუმცა სერგეი ლავროვთან შესახვედრად ჯანელიძეს საკმარისი გამოცდილება არ აქვს.