დავით ბაქრაძე: ნუკრი ქანთარია საგარეო საქმეთა მინისტრის კომპეტენციას არ იცნობს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს დავით ბაქრაძეს მიაჩნია, რომ პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის პიროვნებას კარგად არ იცნობს.
დავით ბაქრაძის განცხადებით, მიხეილ ჯანელიძე არის ძალიან კომპეტენტური, მათ შორის, სწორედ საგარეო პოლიტიკური კურსის განხორციელების თვალსაზრისით.
“მე ამ განცხადებას არ გავცნობივარ, მაგრამ კომპეტენციაში ეჭვის შეტანა მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ არ იცნობენ ამ პიროვნებას, არ იცნობენ მის კომპეტენციას. მიხეილ ჯანელიძე არის ძალიან კომპეტენტური, მათ შორის, სწორედ საგარეო პოლიტიკური კურსის განხორციელების თვალსაზრისით”, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
ბაქრაძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მხარე ყოველთვის მზად არის რუსეთთან დიალოგისთვის და მთავარი საკითხი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობაა.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრმა, დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს თავის რუს კოლეგასთან შეხვედრისთვის საკმარისი გამოცდილება არ გააჩნია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები