თინათინ ხიდაშელი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ – ყველანი ერთად ვიქნებით სხდომაზე
“დღეს უკვე მოისმინეთ მოქმედი პრემიერის პოზიცია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ – ყველანი ერთად ვიქნებით სხდომაზე კვირის ბოლოს“, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა.
მისი თქმით, რაც ის უშიშროების საბჭოს წევრი გახდა, ხიდაშელი ყველა სხდომას ესწრება.
“მე არ ვარ ექსპერტი, რომ შეფასებები ვაკეთო. მე შემიძლია გითხრათ, რომ რაც უშიშროების საბჭოს წევრი გავხდი, ყველა სხდომას ვესწრები. პირველი დღიდან ნათქვამი მქონდა, როდესაც ვინიშნებოდი მინისტრად, რომ ეს ჩემი სამსახურის ნაწილია. ეს ჩემი ისეთივე საქმეა, როგორც თავდაცვის სამინისტროში მისვლა ყოველდღე, 09:00 საათზე. ამიტომ არ მგონია, რომ ამაზე სხვა რაიმე სახის კომენტარი უნდა გავაკეთო. ეს იყო ყოფილი პრემიერის პოზიცია, მოქმედი პრემიერის პოზიცია თქვენ დღეს უკვე მოისმინეთ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ – ყველანი ერთად ვიქნებით სხდომაზე კვირის ბოლოს”, – განაცხადა ხიდაშელმა.