ბაკურიანში დაკარგულები ტაბაწყურში იპოვეს

“მთის კურორტების განვითარების კომპანიის” სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ბაკურიანში დაკარგული სამი ადამიანი, მათ შორის ერთი მოზარდი იპოვეს.
მათივე ინფორმაციით, დაკარგულები კურორტ დიდველიდან, ამკრძალავი ნიშნების მიუხედავად, ტაბაწყურის მიმართულებით გადავიდნენ. „სამ საათიანი ძებნის შემდეგ “მთის კურორტების განვითარების კომპანიის” სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მათ ტაბაწყურის მიმდებარე ტერიტორიაზე მიაკვლიეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. ძლიერი ქარის, ნამქერისა და ცუდი ხილვადობის გამო, ტექნიკა აღნიშნულ წერტილთან ვერ მიდის. თუმცა ისინი მაშველებს ფეხით ამოჰყავთ,“ – აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები