ზაზა სოფრომაძე: ვირუსული ინფექციის გავრცელება შეჩერებულია
მთავარი ამოცანა, რასაც ჩვენ ვისახავდით, მიღწეულია, ანუ ვირუსული ინფექციის გავრცელების შემთხვევების ზრდა შეჩერებულია, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ განაცხადა. მისი თქმით, სკოლებში სწავლის შეჩერების პროცესი ვირუსული ინფექციების გავრცელებას ხელს შეუწყობს.
“მთავარი ამოცანა, რასაც ჩვენ ვისახავდით, მიღწეულია, ანუ ვირუსული ინფექციის გავრცელება შეჩერებულია დღეისათვის. სტაბილური მონაცემები გვაქვს. ეს არ არის ეპიდემია. გარდა ამისა, განტვირთულია სასწრაფო – სამედიცინო სამსახური, პირველადი ჯანდაცვის ობიექტები აქტიურად არიან ჩართულნი ამ პროცესში. ბოლო ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 180 სკოლაში სწავლა შეჩერებულია. რა თქმა უნდა, ეს შედეგს გამოიღებს და აგვარიდებს ვირუსული ინფექციების გავრცელებას”,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.